ბათუმში 55 წლის კაცი 13 წლის გოგონას სექსუალურად ავიწროვებდა, გოგონა შეუძლოდ გახდა

ბათუმში 55 წლის კაცი 13 წლის გოგონას სექსუალურად ავიწროვებდა, გოგონა შეუძლოდ გახდაბათუმში, 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 55 წლამდე მამაკაცი დააკავეს. როგორ „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მამაკაცის დაკავება არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ განცხადების საფუძველზე მოხდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მუნიცპალურ ტრანსპორტში მოხდა.

„მე მოზარდის დედამ მომმართა, ოჯახი ჩვენი ბენეფიციარია. ქალბატონი ყვებოდა, რომ 13 წლის გოგო თანაკლასელებთან ერთად ბათუმის ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობდა, სადაც 55-წლამდე კაცმა გოგონას სექსუალური შევიწროება დაიწყო. ბავშვებმა დარაჯს მიმართეს, რის შემდეგაც მამაკაცი ავტობუსიდან ჩავიდა. რადგან მოზარდი შეუძლოდ გახდა, პოლიციას ჩვენება დედა-შვილმა გუშინ მისცა, როგორც ვიცი, მამაკაცი დაკავებულია“- აცხადებს აბაშიძე.