ბაზალეთის ტბასთან ეს ძაღლი ივლისის დასაწყისიდან დღე და ღამე ელოდება პატრონს

ბაზალეთის ტბასთან ეს ძაღლი ივლისის დასაწყისიდან დღე და ღამე ელოდება პატრონსსოციალურ ქსელში ირინა ნინუა წერს, რომ ბაზალეთის ტბასთან ივლისის შემდეგ ძაღლი პატრონს ელოდება.

“მეგობრებო, გააზიარეთ, გთხოვთ, იქნებ ერთად დავეხმაროთ…

ბაზალეთის ტბის მოსახვევში (სოფელ ჩანადირთკართან) ეს ძაღლი (ხვადი) ივლისის დასაწყისიდან დღე და ღამე ელოდება პატრონს და არ შორდება იმ ადგილს. არ არის აგრესიული, ძალიან ჭკვიანი და მორიდებულია. თუ ვინმეს გეცნობათ, იქნებ ვაპოვნინოთ ძველი პატრონი ან მოვუძებნოთ ახალი” – წერს ნინუა.

ნიუპოსტი