ბიძინა ივანიშვილის რძალი თანასოფლელებს არჩევნების წაგების შემთხვევაში საბავშვო ბაღების გაუქმებით ემუქრება

ბიძინა ივანიშვილის რძალი თანასოფლელებს არჩევნების წაგების შემთხვევაში საბავშვო ბაღების გაუქმებით ემუქრება“ქართული ოცნების” ლიდერის, ქვეყნის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილი მეუღლე, ლილი ივანიშვილი, ურეკისა და წვერმაღალას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებლებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის წაგების შემთხვევაში, ორივე სოფელში, ბოლო წლებში აშენებული და გახსნილი საბავშვო ბაღების გაუქმებით ემუქრება.

ამის შესახებ ‘გურიის მოამბეს” ადგილობრივებმა აცნობეს.

მათი თქმით, ეს განცხადებები ლილი ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს, ურეკის საარჩევნო უბანთან გააკეთა, სადაც  საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს იმყოფებოდა.

ურეკსა და წვერმარალაში თანამედროვე საბავშვო ბაღების მშენებლობა ბოლო ორი წლის განმავლობაში დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბაღის მშენებლობა სახელმწიფომ დააფინანსა, ადიკო ივანიშვილი აცხადებს, რომ ზემოთჩამოთვლილი ბაღები ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით გაკეთდა.

ცნობისათვის: ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში (ნატანები, ოზურგეთი) ცხოვრობს და წვერმარალაში ნაკვეთებს ფლობს, ხოლო მისი ძმის, ადიკო ივანიშვილის საცხოვრებელი სახლი ურეკშია.

28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ხელისუფლების მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ნატანების ოთხივე უბანი, ისევე როგორც ურეკი და წვერმაღალა დიდი უპირატესობით მოიგო.

ნიუპოსტი