ბიტკოინის ფასი 1 დღეში თითქმის 1000 დოლარით დაეცა

ბიტკოინის ფასი 1 დღეში თითქმის 1000 დოლარით დაეცაკრიპტობირჟის მომხმარებლებისთვის ბოლო რამდენიმე დღე არანაყოფიერი გამოდგა. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი თითქმის 1000 დოლარით დაეცა და წლის მინიმუმი, 5600 დოლარი შეადგინა.კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია Coinmarketcap-ის მონაცემებით, 206-დან 182 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ასევე შემცირდა სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება. Etherium 178 დოლარი ღირს, Bitcoin Cash – $402, Ripple-ის შეძენა კი 47 ცენტად შეგიძლიათ.

სავარაუდოდ, არსებული გაუფასურება ბაზარზე Bitcoin Cash-ის შემქმნელების ორ გუნდად გაყოფამ გამოიწვია, რომლებმაც დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტები ნაღდ ფულზე გადაცვალეს.

ბიემჯი