ბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად “თეთრი ყვავი” – მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერები

ბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად "თეთრი ყვავი" - მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერებიბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად “თეთრი ყვავი” – მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერები, რომლითაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი მოისყიდოს. ჩანაწერიდან იკვეთება, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიზნესს არეკეტებს.

ფარული ჩანაწერი ფინანსთა სამინისტროში 26 ოქტომბერს გამართული ღამის შეხვედრის დეტალებს ასახავს. მოლაპარაკებას ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ხელმძღვანელობს. თათბირის მონაწილეები წინასწარ მიღებული გადაწყვეტილების დეტალებს ომეგა ჯგუფის დირექტორებთან ათანხმებენ.

ჩანაწერიდან დგინდება, რომ საგანგებო დავალებებს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსს აძლევს. ფარული ჩანაწერიდან ჩანს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდს უკვე მიღებული აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კომპანიას 52-მილიონიანი დავალიანება აპატიოს, შეხვედრაზე ბოლო დეტალები თანხმდება.

ჩანაწერის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ექსპერტი და ფინანსთა მინისტრის მოქმედი მოადგილე, მიხეილ დუნდუა, ითხოვს, ყველაფერი მალულად გაკეთდეს ისე, რომ დავალიანების ჩამოწერის ამბავს აჟიოტაჟი არ მოჰყვეს.

საუბრიდან ირკვევა, რომ მთავრობა მზად არის, 42 მილიონი ბიზნესმენს აპატიოს, მაგრამ ამ გარიგების გაფორმება ჩუმად უნდა – “ჩანდეს, როგორც „თეთრი ყვავი“.

ივანე მაჭავარიანი – ანუ, ეს რეალურად ჩვენ ამ შემთხვევაში გამოგვდის რა? საგადასახადო შეთანხმება გამოგვდის, ხო?

მიხეილ დონდუა – საგადასახადო შეთანხმება გამოგვდის. მე ვფიქრობ ასეთ რაღაცას, რო ეს, ეს საკითხი ჩვენ ხო სხვებთანაც გვაქვს გაკეთებული

ივანე მაჭავარიანი – გვაქვს, მაგრამ საგადასახადო შეთანხმება მთავრობაზეა

მიხეილ დონდუა – მთავრობაზეა, უნდა შეემატოს ეს საკითხი იმას, რომ მკვეთრად… ეს საკითხი, რაღაც ვარიანტი

გიორგი ქურდაძე – კი, განვიხილეთ ეს ყველაფერი და

მიხეილ დონდუა – ისე გავაკეთებთ, რომ არც თეთრი ყვავივით გამოჩნდეს და არც იყოს, რომ თქვენ დაგაკლდეთ რამე

ივანე მაჭავარიანი – და საგადასახადო შეთანხმება არი პრაქტიკა და გამოვიყენებთ ხოლმე, როგორც იცით, მაგრამ, მაგრამ ეს მთავრობაზე დასამტკიცებელი ის არის რა ქვია, ამ ეტაპზე ეს გადახდილია? (1 მილიონი ლარი)

გოგი ქურდაძე – უკვე გადახდილია (1 მილიონი ლარი)

ივანე მაჭავარიანი – შეიტანეთ?

ნიკოლოზ ასანიძე – კი.

შეხვედრა 26 ოქტომბრით თარიღდება. დილიდან ზაზა ოქუაშვილი აანონსებს, რომ 4 საათზე ლონდონიდან საგანგებო განცხადებით ერთვება.  ქართუ ბანკი  დილითომეგა ჯგუფის დირექტორებს უკავშირდება და 8-მილიონიან სესხს ყოველგვარი გარანტიის გარეშე, 2 საათში უმტკიცებს. შემოსავლების სამსახური 3-თვიანი უარის შემდეგ 4 მილიონის აქციზური მარკის გადაცემაზე თანახმაა და მარკებს მოკლე დროში, თანხის ჩარიცხვიდან 40 წუთში გასცემს, ფინანსთა სამინისტრო კი ზაზა ოქუაშვილის კომპანიას 52-მილიონიანი ვალის ჩამოწერას სთავაზობს.

გეგმის მიხედვით, დავალიანების დიდი ნაწილი 30 მილიონი ომეგას ჩამეოწერება – 10 მილიონს 5 წლის განმვალობაში დაფარავს. თანხის გადახდა 2 წლის შემდეგ დაიწყება.

მიხეილ დუნდუას აქტიურობა, რომელიც ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრია, ადასტურებს, რომ დავალება ომეგა ჯგუფისთვის დავალიანების ჩამოწერის შესახებ ხელისუფლებამ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.

საუბრის ბოლოს ღამის თათბირის მონაწილეები სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე იშლებიან, რომლის შესახებ ინფორმირებულია ბრიტანეთის საელჩოც. შეთანხმება დოკუმენტურად მოგვიანებით უნდა გაფორმებულიყო.

ზეპირი მოლაპარაკება დოკუმენტურად გაფორმებული ამ დრომდე არ არის.

რუსთავი 2