ბორჯომის მერიამ რესტორნებსა და ექსკურსიებში ორ წელში 87.212 ლარი დახარჯა

ბორჯომის მერიამ რესტორნებსა და ექსკურსიებში ორ წელში 87.212 ლარი დახარჯაბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმომადგენლობით ხარჯებიდან 2017 წელს 58 885 ლარი, 2018 წელს კი 28 327 ლარი გაწერა.

მერიის ინფორმაციით ორ წელიწადში 87 212 ლარი „გაწერილია მუნიციპალიტეტში ჩამოსული სტუმრების საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობთი ღონისძიებების, სუვენირების შეძენის, სატრანსპორტო მომსახურეობის, სასტუმრო მომსახურეობის და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებისათვის“.

რაში რა თანხა დახარჯა მერიამ და როდის ვის უმასპინძლა ამის შესახებ მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

სამხრეთის კარიბჭე