“ჩემი შვილის ცხედარს ჩვენს სახლთან ეძებენ” – რას ამბობს ზაქრო ბერძნიშვილის დედა ხათუნა რაზმაძე

"ჩემი შვილის ცხედარს ჩვენს სახლთან ეძებენ" - რას ამბობს ზაქრო ბერძნიშვილის დედა ხათუნა რაზმაძე14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის, დედა ხათუნა რაზმაძე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ის ადგილი, სადაც შეიძლება მისი შვილი ცხედარი იყოს, მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა.

“ვდგავარ აქ და ველოდები. არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით, არ გვეუბნებიან. ინტერნეტით შევიტყვე, რომ ასეთი ამბავი ხდებოდა. არც უწყებიდან არავინ დამკავშირებია ვინმე. ეს ადგილი, სადაც ახლა პოლიციაა მობილიზებული, ჩემს სახლთან ახლოს არის. ეს ამბავი სიმართლესთან ახლოს მგონია. მეც მგონია, რომ ჩემი შვილის ცხედარი აქ არის”, – აღნიშნა ხათუნა რაზმაძემ.

რეზონანსი