საფრანგეთში დააკავეს მონაკოს მფლობელი რუსი მილიარდერი დიმიტრი რიბოლოვლევი

საფრანგეთში დააკავეს მონაკოს მფლობელი რუსი მილიარდერი დიმიტრი რიბოლოვლევირამდენიმე საათის წინ მონაკოში დააკავეს რუსი მილიარდერი, საფეხბურთო კლუბ მონაკოს მფლობელი დიმიტრი რიბოლოვლევი.

მონაკოს პროკურატურა მას კორუფციასა და გავლენის გამოყენებაში სდებს ბრალს.

ბიზნესმენი დააკავეს მონაკოსა და ბრიუგეს შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

ამ დროისთვის რიბოლოვლევი კვლავ დაკავებულია. მის სახლში მონაკოში ჩხრეკა მიმდინარეობს.

რუსი მილიარდერის ქონების ღირებულება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს.