„დასწიეთ ფასები!“ – თბილისის ბენზინგასამართ სადგურებთან საპროტესტო აქციები იმართება

„დასწიეთ ფასები!“ - თბილისის ბენზინგასამართ სადგურებთან საპროტესტო აქციები იმართებაბენზინგასამართ სადგურებთან საპროტესტო აქციები იმართება. ამ წუთებში რამდენიმე ადგილას მოქალაქეები არიან შეკრებილები. უკმაყოფილო მძღოლები და მოქალაქეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ.

ხმოვანი სიგნალებით და შეძახილებით, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე ერთსა და იმავე დროს მივიდნენ. ისინი საწვავზე ფასების დაკლებას ითხოვენ.

ბენზინგასამართ სადგურებთან მოქალაქეებმა ტრანსფარანტები მიიტანეს, სახელწოდებით – „დასწიეთ ფასები!“, „არა კარტელურ გარიგებას!“

რუსთავი 2