დეიან ლოვრენი: ”რამოსზე ძლიერი მცველი ვარ”

დეიან ლოვრენი: ”რამოსზე ძლიერი მცველი ვარ”ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა დეიან ლოვრენმა საკუთარ თამაშზე ისაუბრა და თქვა რომ მას ხშირად უსამართლოდ აკრიტიკებენ. ლოვრენის აზრით სერხიო რამოსი მასზე მეტ შეცდომას უშვებს, მაგრამ მას უკეთესი რეპუტაცია აქვს, ამიტომ მის შეცდომებზე ხშირად არ საუბრობენ:
”ვფიქრობ რომ მსოფლიოში საუკეთესო მცველების ხუთეულში შევდივარ და არ მესმის ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულება ჩემს მიმართ. შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის და სერხიო რამოსი ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ მას ისე ხშირად არ აკრიტიკებენ”–განაცხადა დეიან ლოვრენმა.