დიღმის მასივში პოლიციაა მობილიზებული – ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან

დიღმის მასივში პოლიციაა მობილიზებული - ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდანთბილისში, დიღმის მასივში მდებარე ელექტროსიგარეტების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველმა აცნობა ადგილზე საპტრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი. სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული აქვთ და საგამოძიებო ორგანოები სამუშაოებს ატარებენ.როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივები უყვანიან,აღნიშნული ობიექტი რამდენიმე თვის წინაც გაქურდეს, მაშინ ითქვა, რომ დანაშაული არასრულწლოვანებმა ჩაიდინეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს