ეგზიტპოლი – გრიგოლ ვაშაძე 45%, სალომე ზურაბიშვილი – 55%

ეგზიტპოლი - გრიგოლ ვაშაძე 45%, სალომე ზურაბიშვილი - 55%გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს.

Edison Research-მა 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 55%.

17:00 საათისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 663 000 ამომრჩეველი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.

სალომე ზურაბიშვილმა 914 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 749 000 ხმა. სხვაობა ორ საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველს შორის არის 165 000 ხმა.

Edison Research-ის კვლევაში ცდომილება არის პლუს-მინუს 3 პროცენტი.

რუსთავი 2