ეკა გიგაური პროკურატურაში დაიბარეს

ეკა გიგაური პროკურატურაში დაიბარესდღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელს თბილისის მთავარი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხავენ.

ეკა გიგაურმა შსს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით 16 ოქტომბერს მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალური ქსელით მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. ბილწსიტყვაობის გარდა, ავტორის ფრაზეოლოგია ძალიან ჰგავდა იმ განცხადების შინაარსს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორის მისამართით გამოიყენა, როცა ისინი ფაშიზმის თანამონაწილეებად მოიხსენია. მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნა ეკა გიგაურის ტელეფონზე დროშიც სწორედ ირაკლი კობახიძის მიერ განცხადების გაკეთებას ემთხვევა.

ნიუპოსტი