ელისო კილაძე – ”ვინც თქვა, რომ გახარიამ 20.000$ ბანკის ვალი დაუფარა გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახს, არის შს მინისტრის მტერი!”

ელისო კილაძე - ”ვინც თქვა, რომ გახარიამ 20.000$ ბანკის ვალი დაუფარა გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახს, არის შს მინისტრის მტერი!”ელისო კილაძემ 1 საათის წინ ფეისბუქში დაწერა:

”კიდევ ერთი იაღლიში:
ვინც რეპუტაციადაკარგულ ლადო სადღობელაშვილს “შემთხვევით” უთხრა, რომ გიორგი გახარიამ გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახს 20 000$ ბანკის ვალი დაუფარა, არის შს მინისტრის მტერი !
ერთი რომ ყველა ლოგიკით,შს მინისტრს 20 000$ ხელზე არ უნდა ჰქონდეს, მეორეც ავტომატურად მოკლული გოგონას ოჯახი დააყენეს დარტყმის ქვეშ !!
ვისი დავალება შეასრულა სადღობელაშვილმა,ამაში შს მინისტრი თავად უნდა გაერკვეს !
ფაქტი კი ან უარყოს,ან დაადასტუროს !”