ერდოღანი – ”თურქეთი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას”

ერდოღანი - ”თურქეთი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას”თურქეთი არასდროს აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას – განცხადება ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში, პეტრო პოროშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

თურქეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ლიდერები რუსეთში უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

თავის მხრივ პეტრო პოროშენკომ თურქ კოლეგას დონბასში, გაეროს მომავალი სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში შესვლაც შესთავაზა.

ინტერპრესნიუსი