ერნესტო ვალვერდე: ”ბეტისმა შანსები უკეთესად გამოიყენა”

ერნესტო ვალვერდე: ”ბეტისმა შანსები უკეთესად გამოიყენა”ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ბეტისთან 3:4 წააგო და ერნესტო ვალვერდესთვის ეს პირველი საშინაო მარცხია, მას შემდეგ რაც ის ბარსელონას მწვრთნელი გახდა. ვალვერდეს თქმით ბეტისს ბარსელონაზე უკეთ არ უთამაშია, უბრალოდ მათ შანსები უკეთესად გამოიყენეს:

”ბურთს კარგად ვერ ვაკონტროლებდით, რის გამოც პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ მომენტები გვქონდა. ბეტისმა თავისი შანსები უკეთესად გამოიყენა და მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს”–განაცხადა ვალვერდემ. მიუხედავად მარცხისა, ბარსელონა მაინც ინარჩუნებს პირველ ადგილს.