ერნესტო ვალვერდე: ”გუნდის თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ”

ერნესტო ვალვერდე: ”გუნდის თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ პსვ-სთან გუნდის თამაშით და შედეგით კმაყოფილია და ბოლო პერიოდში ბარსელონა სტუმრად ძალიან კარგად თამაშობს. ვალვერდეს აზრით გუნდმა მხოლოდ დაცვაში უნდა მოუმატოს, სხვა რგოლებში ყველაფერი წესრიგშია:

”შეტევაში არასოდეს გვიჭირდა და ეხლაც მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩემპიონთა ლიგაში სამ გასვლით შეხვედრაში 7 ქულა დავაგროვეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. ჩვენი ერთადერთი სისუსტე დაცვაა და ამ კომპონენტზე უნდა ვიმუშაოთ”–განაცხადა ვალვერდემ.