ერნესტო ვალვერდე: ”ინტერთან არ გაგვიმართლა, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ”

ერნესტო ვალვერდე: ”ინტერთან არ გაგვიმართლა, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ინტერთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ ბარსელონა გამარჯვებას იმსახურებდა, თუმცა ფრეც არ არის ცუდი შედეგი:

”მთელი მატჩის მანძილზე გვქონდა უპირატესობა და თამაშის სადავეებს ვაკონტროლებდით, თუმცა ინტერი ძლიერი გუნდია და მათ თავიანთი ერთადერთი შანსი გამოიყენეს. ფრე კარგი შედეგია, რადგან პრაქტიკულად ჯგუფიდან გასულები ვართ”–განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.

ვალვერდემ მესიზეც ისაუბრა და თქვა რომ არგენტინელი ჯერ ბოლომდე მზად არ არის სათამაშოდ.