გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში გადის – ”2 დეკემბერს რუსთაველზე მასობრივი მანიფესტაცია გვექნება”

გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მანიფესტაციის გამართვას გეგმავს.

ამის შესახებ განცხადება ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
„იმისათვის, რომ ქურდულ ოცნებას გავაგონოთ ხალხის ხმა, კვირას ჩვენ გვექნება რუსთაველის პროსპექტზე უზარმაზარი მშვიდობიანი მანიფესტაცია.

ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც აჩვენებს ამ ე.წ ხელისუფლებას, რა არის ნამდვილი ევროპელი, ნამდვილი ქართველი,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018