გერმანიაში მზადდებოდა შეთქმულება პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციის მიზნით

შეთქმულება პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციის მიზნით – გერმანელმა ძალოვანებმა სკანდალური სქემა გაშიფრეს, რომელსაც შეიარაღებული ძალების და სპეცრაზმის წარმომადგენლები ამზადებდნენ.

გერმანული მედიის ინფორმაციით, შეთქმულების ორგანიზატორები საგარეო საქმეთა მინისტრის – ჰაიკო მაასის, ყოფილი პრეზიდენტის იოახიმ გაუკის, ასევე მემარცხენეთა ფრაქციის და მწვანეთა პარტიის ლიდერების ლიკვიდაციას გეგმავდნენ. ეს პოტენციური მსხვერპლის არასრული ჩამონათვალია.

ძალოვანებმა შეთქმულების მონაწილეთა საიდუმლო მიმოწერას მიაკვლიეს, სადაც ისინი კონკრეტულ თარიღს ასახელებდნენ და ლიკვიდაციის მიზნით პოლიტიკოსების ერთ ლოკაციაზე შეკრებას აპირებდნენ. მათ იარაღის სამალავებიც ჰქონდათ მომზადებული.

შეთქმულების ორგანიზატორების ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკიც იყო. სკანდალურ ინფორმაციაზე ანგელა მერკელის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018