გიორგი ჩაკვეტაძეთი ლევერკუზენის ბაიერიც დაინტერესდა

გიორგი ჩაკვეტაძეთი ლევერკუზენის ბაიერიც დაინტერესდაგიორგი ჩაკვეტაძემ შესაძლოა კარიერა ლევერკუზენის ბაიერში გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერი სერიოზულად არის დაინტერესებული ჩაკვეტაძის ტრანსფერით და მზად არის სოლიდური თანხაც გადაიხადოს, თუმცა თანხის რაოდენობა არ სახელდება.

გიორგი ჩაკვეტაძე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად ბელგიური გენტის ღირსებას იცავს. მისი შეძენა დორტმუნდის ბორუსიასაც სურს და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი.