გიორგი ჩაკვეტაძით „ბარსელონა“ დაინტერესდა – კლუბის წარმომადგენლები ხვალ ანდორაში ჩავლენ

გიორგი ჩაკვეტაძით „ბარსელონა“ დაინტერესდა - კლუბის წარმომადგენლები ხვალ ანდორაში ჩავლენბელგიის „გენტის“ ქართველი ფეხბურთელით გიორგი ჩაკვეტაძით „ბარსელონა“ დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას www.sport.esავრცელებს.

ბარსელონას წარმომადგენლები გიორგი ჩაკვეტაძეზე დასაკვირვებლად ანდორა-საქართველოს მატჩზე დასწრებას აპირებენ, რომელიც ხვალ ანდორაში გაიმართება.

გიორგიმ ბელგიურ გუნდ “გენტთან” კონტრაქტი 2017 წლის აგვისტოში გააფორმა, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი კი 2018 წლის 24 მარტს, ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, მას შემდეგ ის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად და მაყურებლების ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელად იქცა.

უეფას ერთა ლიგაზე, ყაზახეთთან მატჩში გიორგი გახდა ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი.