გიორგი კეპულაძე – “საბანკო სესხი არ არის მხოლოდ ტრაგედია, რომელსაც აიღებ და ვეღარ აბრუნებ“

გიორგი კეპულაძე - "საბანკო სესხი არ არის მხოლოდ ტრაგედია, რომელსაც აიღებ და ვეღარ აბრუნებ“ეროვნული ბანკს რეგულაციების შერბილებისა და დროში გადაწევის გადაწყვეტილებას საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე უწონებს, თუმცა გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო ცვლილებებს აუცილებლად ექნება ნეგატიური გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.

„შემცირდება კომერციული ბანკების სამომხმარებლო პორტფელი და ეს განსაკუთრებით დაეტყობა დიდ სისტემურ ბანკებს, ეს მოსალოდნელიც არის. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, სესხი ნაკლები გაიცემა ან ბანკების მოგება შემცირდება, უი რა კარგია, – მაგრამ ეს არ არის ცალკე აღებული პროცესი. ეს არის ჯაჭვური პროცესი. როდესაც ნაკლები ფული გაიცემა სესხის სახით, თუნდაც ნაკლებად ხდება დაკრედიტება როგორც შინამეურნეობების, ასევე ბიზნესის, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ეს აისახება. რამდენიმე პროცენტით ეს რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია უარყოფითად აისახება, რადგან საბანკო სესხი არ არის მხოლოდ ტრაგედია, რომელსაც აიღებ და ვეღარ აბრუნებ. საბანკო სესხი ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანის საყოფაცხოვრებო პირობების ან სხვადასხვა ბიზნესების მუშაობის გარანტი.

ბანკებს ბიზნეს მოდელის შეცვლა უკვე უწევთ. ფაქტია გადაეწყობიან და ამას გაართმევენ თავს. ისინი სხვა მიმართულებით გაზრდიან დაკრედიტებას, აქვთ მათ ლავირების საშუალება, თუმცა ის ბიზნესები, რომლებიც განვადებით მუშაობენ, საუბრობენ, რომ დღეს ან ხვალ შეიძლება დაიკეტონ, რაც ავტომატურად იწვევს იმას, რომ მცირდება სამუშაო ადგილები, მცირდება შემოსავლები და ამ ბიზნესს უწევს ხარჯების შემცირება, რისი ერთ-ერთი გზა არის თანამშრომლების სახლში გაშვება“-აცხადებს გიორგი კეპულაძე.

ბიემჯი