გიორგი მერებაშვილი: ”ჩემი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ”

გიორგი მერებაშვილი: ”ჩემი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ”საქართველოს ნაკრების ყაზახეთთან გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთი გოლის ავტორმა გიორგი მერებაშვილმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა რომ ის ძალიან ბედნიერია და საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეს:

”მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის და მათ გარეშე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით. ბედნიერი ვარ რომ გოლი გავიტანე, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ”– განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.