გიორგი ვაშაძე – “სააკაშვილის მოწოდება დაუმორჩილებლობისადმი 1 ადამიანის პოზიციაა”

გიორგი ვაშაძე - "სააკაშვილის მოწოდება დაუმორჩილებლობისადმი 1 ადამიანის პოზიციაა"ესაა ერთი კონკრეტული ადამიანის განცხადებები, საკუთარი მოსაზრებები, – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე დღეს, ფილარმონიაში 18:00 საათზე ისაუბრებს.

„გაერთიანებულ ოპოზიციაში შედის 11 პოლიტიკური სუბიექტი, ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, თითოეული ადამიანის მონაწილეობით, ვინც გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოშია. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება გითხარით, დღეს ფილარმონიაში ვიკრიბებით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ესაა ერთი კონკრეტული ადამიანის განცხადებები, საკუთარი მოსაზრებები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა.