გიორგი ვაშაძე ტელეიმედს – ”ჩემი ძმა ევგენი რეშეტნევად მონათლეთ, ეს არის თქვენი სიმართლე?”

გიორგი ვაშაძე ტელეიმედს - ”ჩემი ძმა ევგენი რეშეტნევად მონათლეთ, ეს არის თქვენი სიმართლე?”გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, ტელეკომპანია „იმედისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გუშინ „იმედის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე რუს კონსულტანტად, ევგენი რეშეტნევად მოიხსენიეს.

„გუშინ, მაგალითად, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბარი იყო ჩვენს ოფისში არსებობს კონსულტანტებზე და ჩემი ძმა – დავით ვაშაძე, რომელიც ჩემი ღვიძლი ძმაა, დედით, მამით, ბებიებით, ბაბუებით, მონათლეთ ევგენი რეშეტნევად, ეს არის თქვენი სიმართლე? მე მინდა ტელეკომპანია „იმედს“ და ძალიან ბევრ ღირსეულ ჟურნალისტს მივმართო და ვუთხრა, რომ ბატონები, მესმის, რომ საგანგებო რეჟიმში ხართ, მაგრამ რაღაცას ხომ აქვთ ზღვარი და საზღვარი? არ ვიცი, ისევ ჟურნალისტურ ქარტიას მივმართო თუ როგორ მოვიქცე, მგონი, ყველა ღირსეული ჟურნალისტი გამოვა და ამის გამო ბოდიშს მოიხდის,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ნიუპოსტი