ირაკლი ოქრუაშვილი – ”გოგაჯან, რაც მე შენს ოჯახში პარიზიდან ფული ვაგზავნე, იმ ფულით ნაყიდ ყაყაჩოს ვენოკებს დღემდე ხარშავ”

ირაკლი ოქრუაშვილი - ”გოგაჯან, რაც მე შენს ოჯახში პარიზიდან ფული ვაგზავნე,  იმ ფულით ნაყიდ ყაყაჩოს ვენოკებს დღემდე  ხარშავ”ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავას პასუხობს:

– „ოცნების“ ოფისში თაიგულით მისულ ხაინდრავას გუშინ ჟურნალისტისთვის უთქვამს, რუსთავი 2-ისთვის და ნაციონალებისთვის ვენოკი შევუკვეთე და ოქრუაშვილი მოგიტანთო.

ვერა გოგაჯან, ვერა. ხომ იცი რა ცუდი გამოცდილება მაქვს ვენოკებზე.

რაც მე შენ ოჯახში პარიზიდან ფული ვაგზავნე 2009-10 წლებში, იმ ფულით იმდენი ყაყაჩოს ვენოკი იყიდეთ შენ და შენმა ბიჭმა, რომ დღემდე იმ გამხმარ ვენოკებს ხარშავთ, – წერს ოქრუაშვილი.