გორში 2 სამხედროს მანქანა დაეჯახა

გორში 2 სამხედროს მანქანა დაეჯახაგორში, შინდისის გზატკეცილზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის ორ სამხედრო მოსამსახურეს „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.

„ნიუპოსტის“ ცნობით, დაშავებულები 25 წლამდე მამაკაცები არიან, ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც შსს პრესსამსახურში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ჩანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.