გორში ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა

გორში ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლაგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად დაიწვა ორსართულიანი სახლის ორი ოთახი – 50 კვ.მ. ფართობი.

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამჟამად ჩამქრალია.

იმედინიუსი