გორში ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ძებნა გაგრძელდება – პოლიცია მიწის სკანირების შედეგს ელოდება

გორში ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ძებნა გაგრძელდება - პოლიცია მიწის სკანირების შედეგს ელოდებაგორის ცენტრალური პარკი და მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე დღეა მთლიანად პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული, თუმცა 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარის საძიებო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ”კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველები მიწის სკანირების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ელოდებიან, რის შემდეგაც პროცესი განახლდება.

გუშინ ადგილზე პოლიციასთან ერთად 2004 წელს გაუჩინარებული, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილისოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. სავარაუდოა, რომ 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა, იაგო ნებიერიძემ, რომლიც ზაქრო ბერძნიშვილისგაუჩინარებაშიც ფიგურირებს, სამართალდამცველებს ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა.

რუსთავი 2