გრიგოლ ვაშაძე – 52%, სალომე ზურაბიშვილი – 48% – ედისონ რისერჩის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა

გრიგოლ ვაშაძე - 52%, სალომე ზურაბიშვილი - 48% - ედისონ რისერჩის ბოლო წინასაარჩევნო კვლევაედისონ რისერჩის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა არჩევნებამდე სამი დღით ადრე – “რუსთავი 2”-ის დაკვეთით კომპანიამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2.038 მოქალაქე გამოკითხვა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები.

კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა: 37%-მა გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. 35 %-მა თქვა, რომ ხმას მისცემდა სალომე ზურაბიშვილს.

გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი ან უარს ამბობს პასუხზე, ან ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ან ამბობს, რომ არცერთს არ აძლევს ხმას.

Edison research -ის წარმომადგენლები მოქალაქეებს დამატებით კითხვებსაც უსვამენ – მათი სოციალური, ოჯახური, ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ა.შ.

ამ დამატებითი კითხვების და პასუხების საფუძველზე ანალიტიკოსები ხვდებიან, პოტენციურად, ვისი ამომრჩეველია ესა თუ ის პირი. ანუ, როდესაც რესპოდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას, რასაც ალოკაცია ჰქვია.

ალოკაციის გათვალისწინებით, მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

გრიგოლ ვაშაძე – 45%;

სალომე ზურაბიშვილი – 42%.

დარჩენილი პროცენტები ისეთ რესპოდენტებს მიაქვთ, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული ან საერთოდ უარს ამბობენ პასუხებზე.

მაგრამ თუ შედეგებს ჩამოვაცილებთ ამ გადაუწყვეტელ და უარის მთქმელ პასუხებს, მაშინ მაჩვენებლები ასეთი იქნება:

გრიგოლ ვაშაძე – 52%;

სალომე ზურაბიშვილი – 48%.

გარდა ამისა, რესპოდენტების 7%, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ ფავორიტ კანდიდატს, ძალიან პოზიტიურად ახასიათებენ გრიგოლ ვაშაძეს. 38% გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ნაწილობრივ დადებითად ახასიათებს. სალომე ზურაბიშვილს ძალიან დადებით შეფასებას აძლევს 4%, ხოლო ნაწილობრივ პოზიტიურ შეფასებას 32%.

რესპოდენტების 31%-ს გრიგოლ ვაშაძეზე ნაწილობრივ უარყოფითი წარმოდგენა აქვს, ხოლო 24%-ს ძალიან უარყოფითი.

გამოკითხულთა 34%-ს აქვს მეტნაკლებად უარყოფითი შეხედულება სალომეზურაბიშვილზე, ხოლო კიდევ 30%-ს მკაფიოდ ნეგატიური.

რუსთავი 2