გრიგოლ ვაშაძე – “7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის”

გრიგოლ ვაშაძე - "7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის"7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის.

ამ სიტყვებით გრიგოლ ვაშაძე 11 წლის წინანადელ მოვლენებს ეხმაურება. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან, მაგრამ სრულად იზიარებს ამ დღით გამოწვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ პრობლემადაც მიიჩნევს.

“ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს გამაერთიანებელი და პატივს სცემდეს ყველა მოქალაქის პოზიციას, მიუხედავად მათი პოლიტიკური ხედვებისა და სიმპათიებისა. არ შეიძლება, ყველაფერი, რაც დაშვებულია, გამოიყენო. კიდევ უფრო მძიმეა ტელეკომპანია იმედში შესვლის და მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევა. ამას გამართლება ვერ ექნება და არც აქვს,” – წერს გრიგოლ ვაშაძე.

ამავე განცხადებაში ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი დღევანდელ ვითარებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ “ივანიშვილი არათუ იმეორებს თერთმეტი წლის წინანდელ შეცდომებს, არამედ მტრებად აცხადებს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა პირველ ტურში. ივანიშვილს შემოაქვს გათიშულობა და ემუქრება საკუთარ მოქალაქეებს სამოქალაქო ომით. ყველა გაკვეთილი ნასწავლია, ყველა შეცდომა გაანალიზებულია, ყველა დასკვნა გამოტანილია. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მომავალზე და მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ მომავალი.”