გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას სამგორში შეხვდა

გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას სამგორში შეხვდაგაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სამგორში იმყოფებოდა და მოსახლეობას არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შედეგად ახალი კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობა უარს იტყვის დაპირისპირებასა და შუღლზე და იზრუნებს ეკონომიკის განვითარებაზე, ხელფასის და პენსიის ზრდაზე, გადასახადის შემცირებაზე, კრედიტების ტვირთის შემსუბუქებასა და განათლების და ჯანდაცვის სფეროს რეფორმაზე.

„არ მოჭრილა იმდენი ფული, რომ საქართველოს მოქალაქე იყიდოს ვინმემ. ძალიან მადლობელი ვარ პირველ ტურში გამარჯვების გამო. რაც შეეხება მათ პრობლემებს, როგორც ყოველთვის საქართველოში, როგორც ყოველთვის ყველა დიდ ქალაქში, როგორც ყოველთვის რაიონებში. არც კინოთეატრია, არც კაფეა, არც მუსიკალური სკოლაა ბავშვებისთვის, არც სპორტული სკოლებია. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ეს ადამიანები გარიყულები არიან დანარჩენი თბილისის ცხოვრებიდან,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.