გრიგოლ ვაშაძე – ვამაყობ იმით, რომ საბჭოთა დიპლომატი ვიყავი

გრიგოლ ვაშაძე - ვამაყობ იმით, რომ საბჭოთა დიპლომატი ვიყავივამაყობ იმით, რომ საბჭოთა დიპლომატი ვიყავი, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვინაიდან ადამიანი, რომელიც თბილისში, 1958 წელს დაიბადა, სხვაგვარად ვერ იქნებოდა. მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ვამაყობ. მე მონაწილეობა მივიღე მოლაპარაკებებში, რომელმაც ჩვენი ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახადა: ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ. მე ფანტასტიური სკოლა გავიარე. ე.წ. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის ტელეარხები ცდილობენ ჩემს ბიოგრაფიაზე თამაშს, რომ თითქოსდა მე „კგბ“-ს აგენტი ვარ. ეს არ მუშაობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, მან ცხოვრების 5 წელი რუსეთთან ბრძოლას შეალია და რუსეთი ვენესუელასთან, სირიასთან და ნიკარაგუასთან სამარცხვინო კომპანიაში დატოვა.