გრიგოლ ვაშაძემ ემიგრანტებში არჩევნები მოიგო – მას 64.27%-მა დაუჭირა მხარი

გრიგოლ ვაშაძემ ემიგრანტებში არჩევნები მოიგო - მას 64.27%-მა დაუჭირა მხარისაქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გუშინ 28 ნოემბერს გაიმართა, შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გახდა.

ამ დროისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების 64.27%-მა მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადა.

გრიგოლ ვაშაძემ არჩევნები მოიგო ავღანეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, თურქეთის ერთ უბანზე, ისრაელში, კვიპროსში, პოლონეთში, ქუვეითში.

ნიუპოსტი