გუდაურში “რედკოს” საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

გუდაურში "რედკოს" საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრაგუდაურში სამშენებლო კომპანია “რედკოს” საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამის შესახებ კურიერი ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.

უცნობია, რამ გამოიწვია ნგრევა. ჩამონგრეულია ბეტონის მონოლითი, რომელიც პარკინგის ადგილზე იყო განთავსებული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე მანქანა, რომელიც ადგილზე იდგა. ​

მომხდარ ფაქტს “რედკო” ადასტურებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანი “რედკოს” მშენებლობა ინგრევა. 2015 წლის 16 დეკემბერს ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რეკონსტრუქციის შედეგად ერთ-ერთი სართულის იატაკის დასხმის დროს, სართულის ფილა ჩამოინგრა.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა კომპანია რედკოს საკუთრებაა და ის ახლა იქ სასტუმროს აკეთებს.

რუსთავი 2