გვარამია: „იმენა, დიაგნოზია ქოცობა… ოე, შარლატანებო, „რუსთავი 2“ ბევრად მეტი ღირს, ვიდრე თქვენ“

გვარამია: „იმენა, დიაგნოზია ქოცობა... ოე, შარლატანებო, „რუსთავი 2“ ბევრად მეტი ღირს, ვიდრე თქვენ“„რუსთავი 2-“ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

„არა, თან რომ ეგონათ, რომ ეგზიტპოლს გავაყალბებდი ან საერთოდ არ გამოვაცხადებდი?!
იმენა, დიაგნოზია ქოცობა. ამას რომ დაუშვებ და ანუ ამის გამკეთებელი ხარ, ხელისუფლებაში რაღას იზამ, ხომ წარმოგიდგენიათ?

ოე, შარლატანებო, „რუსთავი 2“-ია ეს, თქვენი ჯიბის „იმედი“ კი არა, რო აწერინებთ საოცარ ციფრებს ან საერთოდ რომ აღარ აცხადებინებთ ეგზიტპოლის შედეგებს. „რუსთავი 2“-ია და ბევრად მეტი ღირს, ვიდრე თქვენ, თქვენი ხელისულფება, თქვენი არჩევნები თავის პრეზიდენტიანად, ან ნებისმიერი პარტია და მისი ინტერესები. „რუსთავი 2“-ია, რომელზეც დგას დღეს ქართული დემოკრატია (თუკი რამე დარჩა მისგან) და აზრთა პლურალიზმი საქართველოში. და თუკი რამეა დასავლური და მაღალი ხარისხის ამ ქვეყანაში, სწორედ ეგ „რუსთავი 2“-ია.“