იაგო ნებიერიძისთვის სასჯელის შემსუბუქება 2012 წელს ნანა კაკაბაძის დახმარებით მოხერხდა – ვიდეო

იაგო ნებიერიძისთვის სასჯელის შემსუბუქება 2012 წელს ნანა კაკაბაძის დახმარებით მოხერხდა - ვიდეოგორში 8 წლის გოგონას სადისტურ მკვლელობაში ბრალდებულის კრიმინალური ბიოგრაფიის დეტალები – როგორც ირკვევა, იაგო ნებიერიძე ნანა ბერიაშვილის მკვლელობისა და ზაქრო ბერძნიშვილის გაუჩინარების საქმეების გარდა, კიდევ რამდენიმე დანაშაულებში ფიგურირებს.

9 წლი წინ მომხდარი თავდასხმების დეტალებზე დაზარალებულებმა პირველად „კურიერთან“ ისაუბრეს და დეტალები გაიხსენეს. ერთ-ერთი გოგონას თქმით, როდესაც 12 წლის იყო, იაგო ნებიერიძე მას თავს სადარბაზოში დაესხა, სცემა და მობილური ტელეფონი წაართვა. 12 წლის მოზარდის მამა ბავშვის ყვირილზე სახლიდან გამოვიდა, თუმცა დამნაშავემ ადგილიდან მიმალვა შეძლო, იაგო ნებიერიძის დაკავება პოლიციამ იმ დღესვე ვერ მოახერხა.

მომხდარიდან ორ დღეში ნებიერიძემ სხვა დანაშაულიც ჩაიდინა. ის ახალგაზრდა ქალს დაესხა თავს, მას თავში ჩაარტყა და ჩანთის გატაცება შეძლო. ნებიერიძე პოლიციამ სამ დღეში დააკავა, სასამართლომ კი ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულად ცნო და ორივე დანაშაულში 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ორი დანაშაულში ბრალდებულ ნებიერიძეს სასჯელი ციხეში საკანში აკრძალული ნივთის ფლობის გამო, დაუმძიმდა. დაზარალებულებისთვის დღემდე გაურკვეველია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რისი გათვალისწინებით შეუმცირეს და შემდეგ საერთოდ გაათავისუფლეს ნებიერიძე.

“კურიერის” ინფორმაციით, იაგო ნებიერიძის ინტერესებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი იცავდა და ნებიერიძისთვის სასჯელის შემსუბუქება 2012 წელს ნანა კაკაბაძის დახმარებით მოხერხდა. კაკაბაძე დღეს ამტკიცებს, რომ ნებიერიძის საქმე საერთოდ არ ახსოვს.

 

https://www.facebook.com/rustavi2/videos/2109980522586748/?t=42