იბრაჰიმოვიჩი მილანში გადასვლასთან ახლოს არის

იბრაჰიმოვიჩი მილანში გადასვლასთან ახლოს არისზლატან იბრაჰიმოვიჩი აღარ მალავს რომ ევროპაში დაბრუნება უნდა და მისი აგენტი მილანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. იბრა მილანში გადასვლას იანვარში აპირებს, როდესაც სატრანსფერო სეზონი გაიხსნება და ამჟამად შვედი ფეხბურთელი მილანთან პირადი კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს.

იბრაჰიმოვიჩი ერთხელ უკვე თამაშობდა მილანში და მან ამ გუნდში 3 სეზონი გაატარა და იტალიის ჩემპიონატიც მოიგო. ამჟამად იბრა ლოს ანჯელეს გალაქსის ღირსებას იცავს, მაგრამ როგორც ჩანს მას ამერიკის დონე არ აკმაყოფილებს.