იმედა არაბული ამერიკაში შეყვარებულთან ერთად ცხოვრობს

იმედა არაბული ამერიკაში შეყვარებულთან ერთად ცხოვრობსყველასთვის ცნობილმა მსახიობმა იმედა არაბულმა რამდენიმე თვის წინ საქართველო დატოვა და ასითასობით ქართველის მსგავსად, ემიგრანტულ გზას დაადგა. ამერიკულ ცხოვრებაზე იმედამ „სარკესთან“ ისაუბრა.

„ყვლაფერმა დამღალა, პოლიტიზირებულმ საზოგადოებამ, არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრება, ყველაფერი ძვირდება, შემოსავალი არ გეზრდება და ბოლოს ხვდები, რომ მხოლოდ ენთუზიამზე ხარ. საკუთარ თავს ვუთხარი, რამე შეცვალე-მეთქი. ავდექი და წამოვედი.

აქაური ცხოვრება ადვილი არ არის. გული მწყდება, რომ ჩემი საყვარელი საქმე დავტოვე. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ვწუწუნებ, პირიქით… ცხოვრებაში ჩაქუჩი არ მჭერია ხელში , არ დამჭირვებია და აქ მომიწია ისეთ სამსახურებში მუშაობა, რაზეც არასოდეს მიფიქრია. უკადრებელი არაფერია, პატიოსანი და წესიერი შრომა არ „მიტყდება“. საქართველოშიც მიმუშავია სხვა საქმეებზე ,როცა დამჭირვებია, მაგრამ აქ უფრო მეტი შრომა და რთული რაღეცების გაკეთება მომიწია.

– ახლა სად მუშაობთ?

ახლა ვმუშაობ ქართულ კომპანიაში „გზავნილი“, სადაც ქართველები ფულს და ამანათებს აგზავნიან საქართველოში. არამხოლოდ ქართველებს ვემსახურებით, სხვადასხვა ქვეყანაში ვაგზავნით გზავნილებს.

– ამერიკაში ვისთან ერთად ცხოვრობთ?

– შეყვარებული მყავს და ერთად ვცხოვრობთ. კარგი ადამიანია და ძალიან მიყვარს…ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი.

სტატია სრული სახით სარკის ახალ ნომერში წაიკითხეთ