ივანიშვილი – “ვაშაძის პრეზიდენტობა ვერ მოხდება და არ მოხდება”

ივანიშვილი - "ვაშაძის პრეზიდენტობა ვერ მოხდება და არ მოხდება"პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა გამორიცხა და ისაუბრა იმ შედეგებზე რაც შეიძლება ამ შედეგმა მოუტანოს ქვეყანას. ივანიშვილის თქმით “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი რესურსი ამოწურა.

“პირველი რაც შემიძლია უკვე, დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეგ არ მოხდება გამორიცხულია, ვერ მოხდება და არ მოხდება. წარმოდგენა თუ გინდათ, აქაც ზედმეტად დრამატულად არ ჩანს სიტუაცია, რა თქმა უნდა კარგი არაფერი არ იქნება, კიდევ ერთზე მინდა გავუსვა ხაზი, ის რაც გამომრჩა თქვენს შეკითხვაში, შავსა და თეთრზე როდესაც ისაუბრეთ, რომ იმედია მე ამაში ხელს ვერ გავწვდი, ვერ ჩავერევი იმედია, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება ამ ქვეყანაში, იმედია, რომ ამ გამარჯვებით საბოლოოდ ამ დესტრუქციულ ძალაზე უარს ვიტყვით და მათაც რესურსი მემგონია აღარ დარჩათ უკვე, რომ იმის იქით…

მე ასე მგონია, აბა ვნახოთ. მე კიდევ ვიცი რომ საზოგადოებასთან როგორ დავალაგო, ისიც ვიცი სიცრუე, სიცრუე როგორ დავარქვა, რაც მე ვთქვი ჩემს წინა ინტერვიუში, ეს მუქარად მიიღეს ზოგიერთმა… ღმერთმა დამიფაროს, რაც უნდათ ის ილაპარაკონ ჟურნალისტებმა, რაც უნდა ის ქნას „რუსთავმა 2“-მა, მაგრამ საზოგადოებას ჩვენ ვაჩვენებთ სად არის სიმართლე და სად არის სისწორე და დიდი იმედი მაქვს იმის, რაც სჭირდება ჩვენი საზოგადოების განვითარებას, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, რაც სჭირდება ჩვენს ეკონომიკასაც, რომ გაჩნდეს კონსტრუქციული პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ეს სჭირდება ძალიან „ქართულ ოცნებას“, გარწმუნებთ და ნურავის ნუ აქვს ილუზია.

მე მესმის ხმები, რომ ივანიშვილი სპეციალურად აკეთებს, რომ ნაცები დაიყენოს წინ და ივლიან გამარჯვებული, ღმერთმა დამიფაროს მასეთი მცდელობისგან, არა, უნდა იყოს უკეთესსა და კარგს შორის არჩევანი და ეს არ არის მარტივი თემა, იმედი მაქვს, რომ ეს დესტრუქციული ძალა დღეს საბოლოო ენერგიას იკრეფს და ბოლო ენერგიით მე მგონია დაასრულებს ასეთი ტიპის მოღვაწეობას, როგორიც არის თუ გარდაიქმნებიან, ღმერთმა მოახმაროს თუ ესენი კონსტრუქციულები გახდებიან, რისი იმედიც მე ცოტა მაქვს და ესე შემდგომ.

მეც მაქვს ესეთი კითხვა, წინა გადაცემაში სხვა ტერმინიც ვიხმარე, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხაზი არ გავლებულიყო და გახლეჩილი არ ყოფილიყო საზოგადოება, მაგრამ რაც გამოიკვეთა „არ გათეთრდების თუ ვერ გათეთრდების ყორანი“, რაც ვნახეთ გუშინ და… აი გეუბნებით… არ გავურბივარ კითხვას, თუმცა შტაბში მითხრეს არ გაბედო მაგაზე არ ისაუბროო, მაგრამ მე არ გაუვრბივარ მაგ კითხვას.

წარმოვიდგინოთ ჰიპოტეტურად, რომ ესეთი რამ მოხდა და დავხატოთ მოდელი, რა იქნება ის, რომ ხელისუფლება მოახერხებს და „ქართული ოცნება“ როგორც პარტია დაჩქარდება მისი ჩამოყალიბება და გამაგრება, რასაც მე ვაპირებ და მოახერხებს, რომ ეს ძალა, ეს არ არის პარტია, ვინც შეიძლება მოვიდეს და ეს ხალხი გამოუშვას გარეთ და შემოვიდნენ აგერ და ფანჯრებთან დაგვიდგნენ ისევ. გვაქვს რესურსი ვარწმუნებ საზოგადოებას და გარწმუნებთ თქვენც, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავტოვოთ, რომ კანონს იქით არ გაუშვებთ, კანონის ფარგლებში დავტოვებთ და ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ რაღაცას მოახერხებენ და ამოატრიალებენ.

მძიმე იქნება ეს რა თქმა უნდა ეკონომიკისთვის ყოველდღიური მცდელობა, რასაც ესენი მოახერხებენ, რომ არეულობის შექმნა და ის რომ არაპროგნოზირებადი, დაბალპროგნოზირებადი გახდება ვთქვათ სტაბილურობა და სტაბილურობაზე კითხვები გაჩნდება, რა თქმა უნდა ამას მიაღწევენ და რა თქმა უნდა ეს ძალიან დააზარალებს ეკონომიკას. მე ვიცი ბიზნესი, ბიზნესიდან მოსული ვარ, ვიცი ბიზნესმენების განწყობაც და თქვენც იცით, არ ჭირდება ამას ბიზნესში ყოფნა, იქ სადაც ხიფათია იმის, რომ შეიძლება ხვალ რევოლუცია მოხდეს და სიტუაცია შეიცვალოს და ამოტრიალდეს თან ვისგან, ის ხალხი კარგად ახსოვს საზოგადოებას, იქ ფულის ჩამდები ხალხი აღარ იქნება და.. აღარ იქნება ესე არა, ნაკლები იქნება. ინვესტიციებზე აუცილებლად ეს გავლენას მოახდენს, ეკონომიკაზე ეს აუცილებლად გავლენას მოახდენს, ქვეყნის განვითარებაზე ეს აუცილებლად გავლენას მოახდენს.

დრამატიზირება არ მინდა, მაგრამ ესეც კარგად უნდა დავინახოთ და ყველაზე მძიმე მაინც ჩემთვის იქნებოდა საგარეო იმიჯი, როცა მთელი მსოფლიო, რაც მე ვთქვი და ხაზი გაუსვი თქვენს წინა შეკითხვაში დავბრუნდი, რომ დარწმუნდა, რომ თავის სახელი დაარქვეს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც იქნა ამას დაჭირდა წლები ყველამ გაიგო ვინ არიან ეგენი, როგორც ჩვენ ვიცოდით პირველსავე წელს და რაც მოხდა და მოვედით და ამის ფონზე საზოგადოება იმიტომაც გამაგრდა იქ, მე ამის იმედით მოვედი და მივიღე კიდეც საზოგადოების მხარდაჭერა, რომ ნახეს რაც იყო სიტუაცია, მეც გარკვეული ნდობა მქონდა და მოვახერხეთ ის 2012-ში.”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრაიმ ტაიმი