ჯო კოულმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ჯო კოულმა საფეხბურთო კარიერა დაასრულაცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯო კოულმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. კოული 37 წლის არის და მისი თქმით მოვიდა დრო რომ მან ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს: ”ძალიან გამიმართლა რომ ფეხბურთში 20 წელიწადი გავატარე და ეს საოცარი წლები იყო, მაგრამ ვხედავ რომ სხეული აღარ მაძლევს საშუალებას რომ მაღალ დონეზე ვითამაშო, ამიტომ ჯობია ფეხბურთს შევეშვა”–განაცხადა ჯო კოულმა.

ჯო კოულისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი მის ჩელსიში თამაშს უკავშირდება, სადაც მან სამჯერ შეძლო ინგლისის ჩემპიონატის მოგება. კარიერაში კოულმა 716 შეხვედრა ჩაატარა და 104 გოლის გატანა შეძლო.