კახა კალაძეს არჩევნების თარიღი წამოსცდა – “28 ნოემბერს არჩევნებში სხვა შედეგი გვექნება”

კახა კალაძეს არჩევნების თარიღი წამოსცდა - "28 ნოემბერს არჩევნებში სხვა შედეგი გვექნება”კახა კალაძეს არჩევნების თარიღი წამოსცდა. იმის მიუხედავად, რომ ჯერ ცესკო-ს მიერ ოფიციალურად არ არის დასახელებული არჩევნების დღე, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 28 ნოემბერს, არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც დღეს „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა.

როგორც კალაძე ამბობს, ამ კვლევის შედეგები არის ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ცესკო-ს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი არ დაუსახელებია.

Edison Research-მა „რუსთავი 2″-ის დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. „რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, სულ 2 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.

კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? სრული ალოკაციის შედეგად, შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 56%; სალომე ზურაბიშვილი – 44%.

ინტერპრესნიუსი