კახეთში რძალმა დედამთილი ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო დაკბინა – ვიდეო

კახეთში რძალმა დედამთილი ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო დაკბინა - ვიდეოგურჯაანის სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი ამბობს, რომ რძალმა და შვილმა მას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს.

70 წლის ქალის თქმით, რძალი ისე გაღიზიანდა, რომ მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა, რის გამოც ვაქცინის გაკეთებას აპირებს.

“ნაცინალური მოძრაობის კოორდინატორმა ელმირა ბეციაშვილმა ჩემს რძალს 40 ლარი ამოატანა, რომ ხმა ნაციონალებისთვის მიმეცა. რძალმა მითხრა, რომ ბეციაშვილი ხმის მიცემის სანაცვლოდ სოციალურ დახმარებას დაჰპირდა. ამ ფულზე უარი ვთქვი, რის შემდეგაც რძალმა და შვილმა მცემეს”, – ამბობს 70 წლის პენსიონერი.

დაზარალებულმა ქალმა პოლიციას მიმართა.

საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

იმედინიუსი