კალაძე – ”ხვალ მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობის და შავი სიების მოგვარებაზე განცხადებას გააკეთებს”

კალაძე - ”ხვალ მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობის და შავი სიების მოგვარებაზე განცხადებას გააკეთებს”“ქართული ოცნების” ლიდერმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განცხადება გააკეთა და ხვალ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივა დაანონსა, რომელიც მოსახლეობის ჭარბვალიანობისა და ე.წ. “შავი სიების” პრობლემის მოგვარებას შეეხება.

“ქართული ოცნება” ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო.

მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, დამშვიდდით, შეეგუეთ იმას, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს და მოაგვარებს მომავალშიც. დაელოდეთ, ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე,” – განაცხადა კალაძემ.

ნიუპოსტი