ხელჩართული ჩხუბი ქართველ ძიუდოისტებს შორის იაპონიაში – გავრცელებული ინფორმაციით, მძიმედ ნაცემია ლაშა შავდათუაშვილი

ხელჩართული ჩხუბი ქართველ ძიუდოისტებს შორის იაპონიაში - გავრცელებული ინფორმაციით, მძიმედ ნაცემია ლაშა შავდათუაშვილისაქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრები ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ოსაკადან თბილისში დაგეგმილზე ადრე დაბრუნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ნაკრების წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირება იყო.

როგორც სხვადასხვა ფეისბუკგვერდზე წერენ შავდათუაშვილსა და მარგველაშვილს ნაკრების დანარჩენი წევრები დაუპირისპირდნენ. მიზეზი კი ბოლო პერიოდში ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენები გახდა, როგორც ცნობილია ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღდეგ გამართულ ძიუდოისტების საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან შავდათუაშვილი და მარგველაშვილი თავს იკავებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი.

“უკვე რამდენიმე ადამიანი ღიად საუბრობს ძიუდოს ფორუმებზე, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რამაც ტურნირზე გამოსვლაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა. ეს ამბავი ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, სანამ სანდო წყარომ არ დამიდასტურა.

მორალის კითხვის დაწყებას არ ვაპირებ და რამენაირად თვითონ მოგვარდნენ ამ ამბავში. უბრალოდ, ეს ამბავიც თუ მიჩქმალა ძიუდოს ფედერაციამ და რაიმე არ მოიმოქმედა ამ უტოპიის დასასრულებლად, მაშინ…არ ვიცი რა, კომენტარის გაკეთების ღირსიც არ არის ის კოშმარი, რაშიც ახლა ვართ.”- წერს ფეისბუკგვერდი We Love Judo

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ხელჩართული ბრძოლისას მძიმე დაზიანებები მიიღო ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ოსაკაში გრანდ სლემზე წარუმატებლად გამოვიდა, გუნდმა ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ მოახერხა მოახერხა, ნაკრების რამდენიმე წევრი ტურნირზე საერთოდ არ გამოვიდა, ფედერაციამ მიზეზად ტრავმები დაასახელა.