ხეთაში აფეთქების დროს დაშავებული 77 წლის მამაკაცი თბილისში გარდაიცვალა

ხეთაში აფეთქების დროს დაშავებული 77 წლის მამაკაცი თბილისში გარდაიცვალახობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეთაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცი თბილისსი, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
აფეთქება გუშინ მოხდა, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა ოჯახის 5 წევრი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

წინასწარი ინფორმაციით, თავდაპირველად ხანძარი ღუმელის აალებამ გამოიწვია, რის შემდეგაც სავარაუდოდ სახლში შენახული საწვავი აფეთქდა.

ნიუპოსტი