ხმაური გლდანში – ია მეტრეველს ლამზირა მიქია დაუპირისპირდა

ხმაური გლდანში - ია მეტრეველს ლამზირა მიქია დაუპირისპირდახმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გლდანში – ახმეტელის თეატრთან მოძრაობა „არა ნაციზმის“ წარმომადგენლები და ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრაზე რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა.

ერთ-ერთი შვილმოკლული დედა, ლამზირა მიქია ახმეტელის თეატრთან შეკრებილებთან მივიდა და ია მეტრეველს პოლიტიკური გამყიდველი უწოდა. მეტრეველმა ბრალდებას ბრალდებითვე უპასუხა და მიქიაზე განაცხადა, რომ ის ქრთამის აღებაშია ბრალდებული.

მოძრაობა „არა ნაციზმს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამოდის და ოპოზიციურ პარტიას უპირისპირდება.

რუსთავი 2