კისისხევში ოპელმა ქვეითი გაიტანა და მოკლა

კისისხევში ოპელმა ქვეითი გაიტანა და მოკლათელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „ოპელის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმის თქმით, მიყენებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიუპოსტი