კლაუდიო რანიერი ფულემის მწვრთნელი გახდა

კლაუდიო რანიერი ფულემის მწვრთნელი გახდაკლაუდიო რანიერი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და ის ფულემს ჩაუდგება სათავეში. ფულემი ამჟამად ბოლო ადგილზეა და ამის მათ მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლეს, რომლის ადგილსაც რანიერი დაიკავებს.

რანიერიმ 2016 წელს ლესტერი ჩემპიონი გახადა, რითიც სამუდამოდ შევიდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, თუმცა 2017 წლის თებერვალში ის დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ლესტერის შემდეგ კლაუდიომ ერთი სეზონი ფრანგულ ნანტში გაატარა, საიდანაც ზაფხულში წამოვიდა.